|
|
|
|
|
Barbie- Mermaidia / ბარბი– ჯადოსნური ქვეყანა მერმედია (ქართულად) ჟანრი: ქართულად ავტორი: vajaqushashvili ნანახია: 6398 |
დრაკონის მომთვინიერებელი | ქართულად ჟანრი: ქართულად ავტორი: vajaqushashvili ნანახია: 4682 |
Mamma Mia! / მამა მია! (ქართულად) ჟანრი: ქართულად ავტორი: vajaqushashvili ნანახია: 3564 |
მისის დაუთფაიერი ჟანრი: ქართულად ავტორი: vajaqushashvili ნანახია: 3116 |
Space Jam / კოსმიური ჯემი (ქართულად) ჟანრი: ქართულად ავტორი: vajaqushashvili ნანახია: 3111 |
ნერგებიდასახელება: ნერგებიჯანრი: ქართული რეჯისორი: რევაზ (რეზო) ჩხეიძე წელი:1972 ქვეყანა: საქართველო ენა: ქართული ხარისხი: DVDRip როლებში: რამაზ ჩხიკვაძე (ლუკა ბაბუა), მიშა მესხი (კახა), მერი ქორელი (ბებია ელისაბედი), სესილია თაყაიშვილი... მოკლე შინაარსი: ხევსურმა მგელიკამ ქისტი შეიპყრო და გამოსასყიდის მოლოდინში მტერი ერდოზე დააბა ძაღლივით. ჩამოთოვა. ქისტის გამოსახსნელად არავინ ჩანდა. მგელიკას ზედმეტი მჭამელის შენახვა გაუჭირდა, არაქრისტიანული საქციელისთვის ცოლ-შვილი და სოფელიც მოიმდურა. ვითომ შემთხვევით ქისტს გასაღები მიუგდო, მაგრამ ტყვემ უღირსად გაპარვა არ იკადრა და სიცივეში ამოხდა სული. მგელიკამ გარდაცვლილის ქრისტიანულ სასაფლაოზე დაკრძალვა გადაწყვიტა. სწორედ ამ დროს გამოჩნდა ქისტის ცოლ-შვილი. ხევსური შეძრა უმწეო ქალის და დაობლებული ბავშვების ცოდვამ, რომლებსაც გამოსასყიდად მარჩენალი საქონელი წამოეყვანათ და იქვე მოიკლა თავი.
რეკორდიინფორმაცია ფილმზე:დასახელება: რეკორდი ჟანრი: კომედია წელი: 1973 რეჟისორი: გურამ პატარაია სცენარის ავტორები: გურამ პატარაია, ამირან ჭიჭინაძე დამდგმელი ოპერატორი: ირაკლი ონოფრიშვილი მხატვარი: კახი ხუციშვილი ხმის ოპერატორი: ლევან ქიშმიშევი მემონტაჟე: ლუდმილა (ლუსია) უნანიანი როლებში: გოვენ ჭეიშვილი (ხუტა), ჯუმბერ ჟვანია (ღინტუ), გიორგი ლომაია (რომან თურქია), მანუჩარ შერვაშიძე (დურუ), ეკა ხუტუნაშვილი (ცუცა), აპოლონ გვასალია (თეოფილე), ბიგი ჩხოლორაია (ბარდღუნია), მერაბ გაბუნია (კოჩია), მიხეილ ფოცხიშვილი (არე), ლალი გაგუა (შოუ), გიორგი ჩიტაიშვილი (სიმონი). ფილმის შინაარსი: ფილმის ავტორებმა ცნობილი ჩეხი მწერლის მოთხრობა ქართულ ყოფას მიუსადაგეს... "მსოფლიო რეკორდს ბირთვის ტყორცნაში" აქ სამეგრელოს ერთ–ერთ სოფელში ამყარებენ, მაგრამ ფილმის გმირს მხოლოდ მაშინ შეუძლია დაამყაროს რეკორდი, როცა აგინებენ... დამატებითი ინფო: ქვეყანა: საქართველო მწარმოებელი: კომპანია ”ქართული ტელეფილმი” ხანგძლივობა: 60 წუთი ენა: ქართული ფესტივალები და პრიზები: სატელევიზიო ფილმების მე–6 საკავშირო ფესტივალის პრიზი. ქ. თბილისი (1975)
სამანიშვილის დედინაცვალიდასახელება: სამანიშვილის დედინაცვალიჯანრი: ქართული რეჯისორი: ელდარ შენგელაია წელი:1977 ქვეყანა: საქართველო ენა: ქართული ხარისხი: DVDRip როლებში: ბორის ცხაკაია, ჯემალ კუხალეიშვილი, ნაუმი ფურმანი მონაწილეობენ: ვასილ კახნიაშვილი (ბეკინა)... მოკლე შინაარსი: ქვრივი აზნაური ბეკინა სამანიშვილი სიბერეში ცოლის შერთვას გადაწყვეტს. მამის სურვილი თავზარს დასცემს ბეკინას ვაჟს, გაღატაკებულ პლატონს, რომელიც გაჭირვებით ახერხებს საკუთარი წვრილშვილის რჩენას. ქონების მოზიარის გაჩენის შიში აიძულებს პლატონს, მამას საცოლე თავად გამოუძებნოს. სოფელ–სოფელ სიარულით ის სასურველ სადედინაცვლოს მიაგნებს, მაგრამ წვალება და დამცირება ფუჭად ჩაუვლის – ქალი, რომელიც ბეკინას ცოლობამდე ორჯერ ისე დაქვრივდა, რომ შვილი არ ყოლია, სამანიშვილებს მემკვიდრეს შესძენს.
შეწყვეტილი სიმღერაჟანრი: კინომოთხრობა
ხარება და გოგიათავად ხარაშვილის მოურავი ხარება ჯიბუტი ბატონის უსამართლობას გაექცევა და ტყეში ყაჩაღად გავარდნილი გოგია კენკიაშვილის რაზმს შეუერთდება. ყაჩაღებზე ძებნაა გამოცხადებული. თავადი ანდრონიკაშვილი ხარებას და გოგიას საინტერესო ადამიანებად მიიჩნევს. რუსი მაღალჩინოსანი სტუმრის, ვოლხოვსკის თხოვნით მათ წვეულებაზე მიიპატიჟებს. ტყის ძმები თავადის კაცურ სიტყვას ენდობიან და წვეულებაზე გამოცხადდებიან. შტაბს-კაპიტანი ახვლედიანი რაზმელებზე ნადირობს, მაგრამ მოსახლეობის მხარდაჭერით ტყის ძმები განსაცდელს არაერთხელ დააღწევენ თავს. მოღალატის დახმარებით ახვლედიანი მიზანს მაინც მიაღწევს – ხარებას და გოგიას რაზმს ალყაში მოამწყვდევს და გაანადგურებს. როლებში: ომარ ფხაკაძე (ხარება ჯიბუტი), ლევან თედიაშვილი (გოგია კენკიშვილი), მიხეილ სალაძე, ავთანდილ მაისურაძე, ოთარ მეღვინეთუხუცესი, ალექსანდრე კაიდანოვსკი (ვოლხოვსკი), თენგიზ ბერიძე, გურამ ლორთქიფანიძე (ფოტოგრაფი), ზურაბ ანთელავა, ირაკლი ხიზანიშვილი, იური გეწაძე, ლერი ზარდიაშვილი, გიორგი ხაჩატუროვი, მზია არაბული, იობი ბართიშვილი, დავით ჯავახიშვილი, ლალი ანდრონიკაშვილი, მერაბ ვაჩნაძე, მერაბ ანდრონიკაშვილი, გივი ხახიძე, თამარ თარხნიშვილი, ოთარ ზაუტაშვილი (მიკირტუმა), თემურ ჯორჯაძე, ზაზა კოლელიშვილი (ჟორჟიკა ბერძენიშვილი), ვახტანგ ფანჩულიძე (ზალიკა სიმონიშვილი), გია ჯაფარიძე (მეეტლე), გურამ ხუციშვილი, მურმან ჯინორია (სიდამონიძე), ნუგზარ შატაიძე (სიმონა, ხარებას ძმა), ქეთევან ნინუა (თავადის ქალი), მარიკა ჭიჭინაძე, იური ვასაძე, ივანე საყვარელიძე (მკითხავი ფრიდონა), ნინო თარხან-მოურავი, რუსლან მიქაბერიძე, შალვა ხერხეულიძე (თავადი ყარაშვილი) გამოშვებულია: სს "ქართული ფილმი"
ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილიდასახელება: ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი ჯანრი: ქართული რეჯისორი: ყარამან (გუგული) მგელაძე წელი: 1965 ქვეყანა: საქართველო ენა: ქართული ხარისხი: DVDRip როლებში: სესილია თაყაიშვილი (საშიკო კანდელაკი), ეროსი მანჯგალაძე (დათიკო), იპოლიტე ხვიჩია (ყარამანი)... მოკლე შინაარსი: ნანი შემთხვევით ნაპოვნ უბის წიგნაკში მოქალაქეთა გვარებს და მათი მოკვლის ხერხებს ამოიკითხავს. ჩანაწერების ნახვის შემდეგ, ქალიშვილს მილიციიდან სიცილით გამოისტუმრებენ, თუმცა მიამიტი ქალიშვილი დარწმუნებულია, რომ ბოროტმოქმედის გეგმა აღმოაჩინა. იგი აღწერილ პიროვნებათა ადგილსამყოფელს დაადგენს და თითოეულ მათგანს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ შეატყობინებს. ყველა შეშფოთდება, მაგრამ მალე ჩანაწერების ავტორი გამოჩნდება და მილიციას აუხსნის, რომ წიგნაკში დეტექტიური ჟანრისათვის გამოგონილ პერსონაჟთა გვარებია ჩამოწერილი.
აბეზარადამდგმელი რეჟისორი: ნიკოლოზ სანიშვილი სცენარის ავტორი: ალექსანდრე ვიტენზონი დამდგმელი ოპერატორი: დიმიტრი ფელდმანი დამდგმელი მხატვრები: ლეონიდ მამალაძე, ევგენი მაჭავარიანი, ტატიანა კრიმკოვსკაია კომპოზიტორი: სულხან ცინცაძე ხმის ოპერატორი: დავით ლომიძე მონაწილეობენ: ლეილა აბაშიძე (ლია), თენგიზ მუშკუდიანი (გიორგი), გიორგი გეგეჭკორი (ვახტანგი), მარინე თბილელი (ბუბუსია), აკაკი კვანტალიანი (ანდრო), ჟუჟუნა დუგლაძე (თამარი), ალექსანდრე (სანდრო) ჟორჟოლიანი (სანდრო), სესილია თაყაიშვილი (სესილია), ივანე გვინჩიძე (მინისტრი), ვახტანგ ფირცხალავა (გია), გოჩა აბაშიძე (მილიციელი), ალექსანდრე ომიაძე (არქიტექტორი), ჩიტოლია ჩხეიძე, ნინელი ცინცაძე, ნინო ლაფაჩი, ალექსანდრე კვალიაშვილი, ალექსანდრე (ალეკო) ნინუა, მიხეილ (მამუკა) ხერხეულიძე, მიხეილ მგელაძე, მიხეილ სულთანიშვილი, ფარსმან სონღულაშვილი, იუსუფ (იოსებ) კობალაძე ენამწარე ლია, რომელსაც შემტევი ხასიათის გამო მეტსახელად "აბეზარა” შეარქვეს, სამშენებლო ტრესტის მმართველის მძღოლია, მაგრამ ხშირად მმართველის ფუქსავატი ცოლის მომსახურებაც უწევს. ლია დიდხანს ვერ უძლებს უფროსის ცოლის საყიდლებზე ტარებას და სამუშაოდ ახალგაზრდა არქიტექტორ გიორგისთან გადადის. ტრესტის მმართველისგან განსხვავებით გიორგი ყურადღებით უსმენს ლიას შენიშვნებს ბინათმშენებლობის პრობლემებთან დაკავშირებით. გიორგის საცოლე საფრთხეს იგრძნობს და ქორწილის დაჩქარებას გადაწყვეტს. ლიას მართლაც შეუყვარდება გიორგი და თავისი გულწრფელობით მისი გულის მოგებას შეძლებს.
გლახის ნაამბობიქალაქში სასწავლებლად გაგზავნილ ბატონიშვილ დათიკოს თანშეზრდილ ყმას, გაბრიელს თან გააყოლებენ. ბატონი გარდაიცვლება და ახალგაზრდები სოფელს დაუბრუნდებიან. გაბროს მოხუცი პეპიას გოგო, თამრო შეუყვარდება და ქალის ხელს სთხოვს. დათიკო პირველი ღამის უფლების გამოყენებას მოისურვებს, გაბროს არც თხოვნას, არც მუქარას შეისმენს, მას და პეპიას შეაპყრობინებს, თამროს მოატაცებინებს და საწადელს აისრულებს. სინდისი მალე შეაწუხებს - კატორღისკენ გარეკილ ტუსაღების ბადრაგს თავს დაესხმება და პეპიას და გაბროს გაათავისუფლებს. გაბრო დათიკოზე შურს იძიებს, მოკლავს, თვითონ კი მაწანწალად ქცეული, გზის პირას ჩაკვდება, როგორც უსახელო გლახა.
ყველაზე სწრაფები მსოფლიოშისახელწოდება: ყველაზე სწრაფები მსოფლიოში
ქართული ფილმი კუკარაჩაფილმის შინაარსი:
|